წესები და პირობები

სილქ  თამაშების პორტალის პირობები

.

"სილქ თამაშები" (SILK GAMES) უზრუნველყოფს სააბონენტო მომსახურებას, რომელიც ჩვენს წევრებს შესაძლებლობას აძლევს ინტერნეტის მეშვეობით ჩამოტვირთონ, დააინსტალირონ და ითამაშონ თამაშები ("სილქ თამაშების კონტენტი")  კონკრეტულ ინტერნეტ კავშირთან მიერთებულ სმარტფონებსა და ტაბლეტებზე ("სილქ თამაშების ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები").


აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა დარეგულირდება წინამდებარე გამოყენების პირობებით.                                                                           

 

"სილქ თამაშების სერვისი", "ჩვენი სერვისი" ან "სერვისი" გულისხმობს სილქ თამაშების კონტენტის თამაშს, მათ შორის ყველა ფუნქციონალურ შესაძლებლობას, რეკომენდაციას და კომენტარს, ვებგვერდს, მომხმარებლის ინტერფეისებს, ასევე ჩვენს სერვისთან დაკავშირებულ ყველა კონტენტსა და პროგრამულ უზრუნველყოფას.      

  1. წევრობა
1.1 სილქ თამაშებში თქვენი წევრობა უწყვეტად მიმდინარეობს სერვისის შეწყვეტამდე. სილქ თამაშების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტთან წვდომა და სილქ თამაშების ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები, ასევე მოქმედი აქტიური მობილური ნომერი სილქნეტის ქსელში.      თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ სილქნეტს, რომ შემდგომი პერიოდის საწევრო შენატანი დაარიცხოს თქვენი მობილური ნომრის ბალანსზე (იხილეთ ქვემოთ "გაუქმების შესახებ" მუხლი).    
  1. ანგარიშის გამოწერა/ბილინგი
2.1 ანგარიშების წარდგენის ციკლი (ბილინგის ციკლი)
სილქ თამაშების პორტალის სერვისის საწევრო შენატანი და სხვა ნებისმიერი ხარჯები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას თქვენს მიერ სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც არის გადასახადები და შესაძლო ტრანზაქციის საკომისიო თანხები, პერიოდულად დაირიცხება თქვენს მობილურის ნომერზე იმ კალენდარულ დღეს, რომელიც შეესაბამება თქვენი საწევრო თანხის გადახდის დაწყებას.        ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა შეიცვალოს გადახდის თარიღი: მაგალითად, თუ თქვენი მობილური ნომრის ბალანსზე არ არის საკმარისი თანხა, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს და შედით "თქვენი ანგარიშის" გვერდზე შემდგომი გადახდის თარიღის სანახვად. 2.2 გადახდა.არასკმარისი თანხის გამო ან სხვა მიზეზით გადახდის წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია თქვენი ანგარიშის გაუქმების გარეშე დროებით შევაჩეროთ სერვისზე წვდომა იქამდე, სანამ გადახდა წარმატებულად არ განხორციელდება.სილქ თამაშების პორტალის გამოწერით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ გავაგრძელოთ დარიცხვა თქვენს მობილურ ნომერზე, თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ გადაუხდელ თანხებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გადახდის/ანგარიშის წარდგენის თარიღების შეცვლა.                                                              
2.3 გაუქმება.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ სილქ თამაშების პორტალის წევრობა,  ხოლო სილქ თამაშების პორტალის სერვისზე წვდომა გექნებათ მიმდინარე ბილინგის პერიოდის დასრულებამდე. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, გადახდები არ ექვემდებარება დაბრუნებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არასრული საწევრო პერიოდების ან სილქ თამაშების პორტალის გამოუყენებლობის შემთხვევაში არ ხდება თანხების ან კრედიტების ანაზღაურება/უკან დაბრუნება. წევრობის გასაუქმებლად, შედით "თქვენი ანგარიშის" გვერდზე და მიყევით გაუქმების ინსტრუქციას. გაუქმების შემთხვევაში, თქვენი ანგარიში ავტომატურად დაიხურება მიმდინარე ბილინგის პერიოდის დასრულების შემდეგ.                             2.4. ცვლილებების შეტანა ფასში და მომსახურების გეგმებში.
ჩვენ შეგვიძლია პერიოდულად შევცვალოთ ჩვენი მომსახურების გეგმები და ფასი. თუმცა, ნებისმიერი საფასო ცვლილება ან ცვლილებები მომსახურების გეგმებში თქვენზე გავრცელდება და იმოქმედებს შეტყობინების მიღებიდან არა უადრეს 1 კვირის შემდეგ.    
  1. სილქ თამაშების პორტალის სერვისი
 3.1 სილქ თამაშების პორტალის სერვისი და სერვისის საშუალებით ნანახი ნებისმიერი ინფორმაცია (კონტენტი) განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პერსონალური და არა კომერციული გამოყენებისთვის.                                                                                სილქ თამაშების პორტალის წევრობის განმავლობაში, ჩვენ განიჭებთ შეზღუდულ, არა-ექსკლუზიურ, არა-გადაცემად ლიცენზიას სილქ თამაშების პორტალის სერვისზე დასაშვებად და პორტალის ინფორმაციის (კონტენტის) სანახავად. ზემოაღნიშნული შეზღუდული ლიცენზიის გარდა, თქვენ არ გადმოგეცემათ არანაირი სხვა უფლება, უფლებამოსილება ან ინტერესი. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ გამოიყენებთ სერვისს საჯარო წარმოდგენებისთვის.                                                                                       3.2 თქვენ სილქ თამაშების პორტალზე თამაში შეგიძლიათ თავდაპირველად ქვეყნის ფარგლებში, სადაც შექმნილი გაქვთ თქვენი ანგარიში და მხოლოდ იმ გეოგრაფიულ ლოკაციებში, სადაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს მომსახურებას და გაგვაჩნია სათანადო ლიცენზია ასეთ კონტენთან დაკავშირებით. კონტენტი, რომელიც შესაძლოა  ხელმისაწვდომი იყოს სათამაშოდ, იცვლება გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით და ასევე ექვემდებარება ცვლილებას პერიოდულად.  3.3 სილქ თამაშების პორტალი მუდმივად ახორციელებს ცვლილებებს თავის სერვისში, მათ შორის კონტენტის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი სერვისის სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის ჩვენს ვებგვერდს, მომხმარებლის ინტერფეისებს,  სარეკლამო ფუნქციონალურ შესაძლებლობებს და სილქ თამაშების პორტალის კონტენტის ხელმისაწვდომობას. 3.4 თქვენ თანახმა ხართ, რომ გამოიყენოთ სილქ თამაშების პორტალის მომსახურება, მათ შორის მასთან დაკავშირებული ყველა ფუნქციონალური შესაძლებლობა, მოქმედი კანონმდებლობის, წესების და რეგულაციების შესაბამისად, ან სერვისის ან კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების შესაბამისად. თქვენ ეთანხმებით, რომ არ განახორციელებთ სილქ თამაშების პორტალის  სერვისზე არსებულ ან პორტალიდან ან მისი მეშვეობით მიღებული კონტენტის და ინფორმაციის არქივირებას, კვლავწარმოებას, გავრცელებას, შეცვლას, ჩვენებას, გამოქვეყნებას, ლიცენზირებას, არ შექმნით მისგან წარმოებულ პროდუქტებს, არ შესთავაზებთ გასაყიდად და ასევე არ გამოიყენებთ მათ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებადართული არ არის წინამდებარე გამოყენების პირობებით). ასევე თანახმა ხართ, რომ: გვერდი არ აუაროთ, არ ამოიღოთ, არ შეცვალოთ, არ მოახდინოთ დეაქტივაცია, არ შეამციროთ ან არ შეაფერხოთ  სილქ თამაშების პორტალის  სერვისში კონტენტის დაცვის საშუალებები;  ასევე არ გამოიყენოთ რობოტი,  სკრაპერი ან სხვა  ავტომატიზირებული საშუალებები სილქ თამაშების პორტალის სერვისზე დასაშვებად; არ განახორციელოთ სილქ თამაშების პორტალის სერვისის მეშვეობით ხელმისაწვდომი ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის ან სხვა პროდუქტის ან პროცესების  დეკომპილირება, უკუ დამუშავება ან დაშლა; არ შეიყვანოთ კოდი ან პროდუქტი ან არ მოახდინოთ სილქ თამაშების პორტალის კონტენტის მანიპულაცია რაიმე ფორმით; ან არ გამოიყენოთ მონაცემთა მოძიების, მონაცემთა შეგროვების ან ამოღების მეთოდები.  ასევე თანახმა ხართ არ ატვირთოთ, არ განათავსოთ, ელ-ფოსტით ან სხვაგვარად არ გააგზავნოთ ან არ გადასცეთ ნებისმიერი მასალა, რომელიც ემსახურება სილქ თამაშების პორტალის  სერვისთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგრამული ან ტექნიკური უზრუნველყოფის ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის ფუნქციონალური შესაძლებლობის შეფერხებას, განადგურებას ან შეზღუდვას, მათ შორის ნებისმიერი ვირუსი ან სხვა კომპიუტერული კოდი, ფაილი ან პროგრამა.  ჩვენ უფლებამოსილები ვართ დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ ან შევზღუდოთ თქვენს მიერ სერვისის გამოყენება, თუ თქვენ დაარღვევთ წინამდებარე პირობებს ან მონაწილეობას მიიღებთ სერვისის უკანონო ან თაღლითური გზით გამოყენებაში. 3.5. სილქ თამაშების პორტალის კონტენტის ხარისხი შესაძლოა შეიცვალოს მოწყობილობების მიხედვით და შესაძლოა მასზე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, როგორიც არის ლოკაცია, მოწყობილობის შესაძლებლობები,  ხელმისაწვდომი ინტერნეტ კავშირის სიხშირის დიაპაზონი და/ან სიჩქარე.  თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ ინტერნეტ წვდომის ყველა ხარჯზე. დრო, რომელიც სჭირდება სილქ თამაშების პორტალის კონტენტის ჩამოტვირთვას, დაინსტალირებას და თამაშის დაწყებას  განსხვავდება მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის თქვენი ლოკაციის, ხელმისაწვდომი სიხშირის დიაპაზონის, შერჩეული კონტენტის და სილქ თამაშების პორტალის ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობის კონფიგურაციის და შესაძლებლობების მიხედვით.3.6 სილქ თამაშების პორტალის პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია სილქ თამაშების პორტალის მიერ ან  სილქ თამაშების პორტალისთვის და მიზნად ისახავს სილქ თამაშების პორტალის ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების საშუალებით სილქ თამაშების პორტალის კონტენტის თამაშის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. სილქ თამაშების პორტალის პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის და შენახვის გარემოს მიხედვით, ასევე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობების   ფუნქციონალური შესაძლებლობები და მახასიათებლები. თქვენ აცნობიერებთ, რომ სერვისით სარგებლობისთვის შესაძლოა საჭირო იყოს მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ექვემდებარება მესამე მხარის ლიცენზიებს. თქვენ თანახმა ხართ, რომ შეგიძლიათ ავტომატურად მიიღოთ სილქ თამაშების პორტალის და დაკავშირებული მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსიები.       
  1. პაროლები და ანგარიშზე წვდომა
4.1 წევრს, რომელსაც შექმნილი აქვს სილქ თამაშების პორტალის ანგარიში და რომლის მობილურ ნომერზე ხდება დარიცხვა (შემდგომში "ანგარიშის მფლობელი") წვდომა აქვს და აკონტროლებს სილქ თამაშების პორტალის ანგარიშს და სილქ თამაშების პორტალის ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, რომელიც გამოიყენება ჩვენს სერვისზე დასაშვებად. ანგარიშზე კონტროლის შესანარჩუნებლად და ანგარიშზე მესამე პირის  წვდომის პრევენციის მიზნით (რომელიც მოიცავს ინფორმაციას ანგარიშზე თამაშის ისტორიის შესახებ), ანგარიშის მფლობელმა უნდა განახორციელოს კონტროლი სილქ თამაშების პორტალის ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობებზე, რომელიც გამოიყენება სერვისზე წვდომისთვის და არავის არ უნდა გაუმჟღავნოს ანგარიშთან დაკავშირებული პაროლი. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ანგარიშთან დაკავშირებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის განახლებაზე და მისი სისწორის უზრუნველყოფაზე. ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში, რათა დაგიცვათ თქვენ, სილქ თამაშების პორტალი ან ჩვენი პარტნიორები პერსონალური მონაცემების უკანონოდ დაუფლებისგან ან სხვა თაღლითური ქმედებისგან.            
  1. სხვადასხვა დებულებები
5.1 მარეგულირებელი კანონმდებლობა.წინამდებარე გამოყენების პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე პირობები არ ზღუდავს მომხმარებელთა დაცვის უფლებებს, რომელზეც თქვენ შესაძლოა გაგაჩნიათ უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. 5.2 არასასურველი მასალები.სილქ თამაშების პორტალი არ იღებს არასასურველ მასალებს ან იდეებს სილქ თამაშების პორტალის კონტენტისთვის და არ კისრულობს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ სილქ თამაშების პორტალისთვის მიწოდებული მასალები ან იდეები ნებისმიერ ინფორმაციის მატარებელში არსებული ინფორმაციის ან პროგრამის მსგავსია.   5.3 მომხმარებელთა მხარდაჭერა.ჩვენი სერვისის და მისი მახასიათებლების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად ან იმ შემთხვევაში, თუ დახმარება გჭირდებათ ანგარიშთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ სილქ თამაშების პორტალის დახმარების ცენტრს.  წინამდებარე გამოყენების პირობებს და კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ან ჩვენი ვებგვერდის სხვა ნებისმიერ ნაწილს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე გამოყენების პირობებს.  5.4 იურიდიული ძალის შენარჩუნება.თუ წინამდებარე პირობების ნებისმიერი დებულება ან დებულებები გახდება ქმედუუნარო, არაკანონიერი ან განუხორციელებელი, ეს გავლენას არ მოახდენს დანარჩენი დებულებების ქმედუნარიანობაზე, კანონიერებასა და განხორციელებადობაზე და შესაბამისად სრულად დარჩება ძალაში.5.5 წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა.სილქ თამაშების პორტალმა შესაძლოა პერიოდულად შეცვალოს გამოყენების პირობები, რის შესახებაც გაცნობებთ ახალი პირობების ამოქმედებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე.   5.6 ელექტრონული კომუნიკაციები. თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ინფორმაციას (მაგ: თანხის დარიცხვის შესახებ შეტყობინებებს, ინვოისებს, პაროლის ცვლილებებს, დამადასტურებელ მესიჯებს, გამოწერის მოქმედების ვადას, შეტყობინებებს) გამოგიგზავნით მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მაგალითად, რეგისტრაციის დროს მითითებულ თქვენს ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.    თქვენს მიერ პირობების დადასტურება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, რომელიც ჩაითვლება ორიგინალ ხელმოწერად, რომელსაც ექნება სრული სავალდებულო და იურიდიული ძალა.